"რუსთავი 2"-ის 400-მდე თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
12/09/2020 10:49:56 საზოგადოება
"რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
მას შემდეგ, რაც არხის ჟურნალისტს თეონა ცხომელიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, COVID 9-ის ტესტი ტელეკომპანიის 400-მდე თანამშრომელსაც ჩაუტარეს და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
გარდა "რუსთავი 2"-ისა, კორონავირუსი კიდევ ერთ მედიაში გამოვლინდა - 9 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა "ტვ პირველის" ჟურნალისტს. ვირუსით არ დაინფიცირებულან არხის სხვა თანამშრომლები.


