გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
12/09/2020 08:42:43 საზოგადოება
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს COVID 19 არ დაუდასტურდა.
ამ დროისთვის პარტიის 87 წევრის ბიოლოგიური მასალაა გაგზავნილი კვლევაზე, ტესტების პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
"როგორც PCR, ასევე ანტისხეულებზე ტესტირება გიორგი ვაშაძემ ჩაიტარა. დღეს ცნობილი გახდა, რომ მისი ტესტის პასუხი უარყოფითია და კორონავირუსი არ დაუდასტურდა", - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე.
თაკო ჩარკვიანი არ არის პირველი პოლიტიკოსი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მანამდე კოვიდ-19-ით დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაინფიცირდა. ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირების წყარო სწორედ გოგიჩაიშვილია, თავად ჩარკვიანისგან კი ვირუსი სავარაუდოდ "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტს გადაედო.


