Accentnews.ge
თბილისი, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია - როგორ ნაწილდება COVID 19-ის ახალი შემთხვევები

თბილისი, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია - როგორ ნაწილდება COVID 19-ის ახალი შემთხვევები

12/09/2020 07:54:22 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 158 ახალი შემთხვევა აჭარას, სამეგრელოს, გურიას, იმერეთს და თბილისს უკავშირდება.

"158 დადასტურებული შემთხვევიდან 87 არის აჭარიდან, 28 სამეგრელო, 19 იმერეთი. 6 გურია და 18 თბილისში არის დადასტურებული. 158 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველს არ გვაძლევს". - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ახალი ინფიცირებულების რაოდენობა პანიკის საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან კვლევები და დადასტურებული პაციენტების რაოდენობის გამოვლენა იძლევა იმის საშუალებას, რომ მათი კონტაქტების იზოლაცია და ვირუსის გავრცელების ლოკალიზაცია მოხდეს.

"ძალიან მყისიერი და თანაზომადი ქმედებები განხორციელდა, მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ. სწრაფად მოხდა ინფიცირებულების კონტაქტების სწრაფი გამოვლენა.

ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ. სწრაფი კვლევები და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იმის საშუალებას იძლევა, რომ ინფიცირებულების კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ, რითიც დაავადების გავრცელების შეწყვეტას განვახორციელებთ, რაც ლოკალიზაციისკენ გადასვლას ნიშნავს. ბათუმიც და ცაგერიც ლოკალიზებულია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი ცნობით, მეორე დღეა, ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტები სასტუმროებში მკურნალობენ.

მისი განცხადებით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საკარანტინო ტიპის სასტუმროები არის გამოყოფილი, სადაც ისეთი ინფიცირებული პაციენტები განთავსდებიან, რომელთაც დაავადების დამძიმების რისკი არ აქვთ.

"თბილისში, ქუთაისში და ბათუმში უკვე მეორე დღეა გამოიყო საკარანტინო ტიპის სასტუმრო, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც სტაციონარი. ასეთ სასტუმროებში გადადიან პაციენტების ის ნაწილი, რომლებიც ასიმპტომურები არიან. როცა დაავადების დამძიმების რისკი პაციენტს არ აქვს, ანუ ასიმპტომურები და მსუბუქი პაციენტები არიან, გადაყვანილი იქნებიან სასტუმროებში", - აცხადებს ეზუგბაია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 2075 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1363-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S