Accentnews.ge
ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 130 000–ს გადააჭარბა

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 130 000–ს გადააჭარბა

12/09/2020 06:17:21 მსოფლიო

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 130 000–ს გადააჭარბა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ბრაზილიაში COVID-19–ის დიაგნოზით 874 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 130 396 შეადგინა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი ქვეყანაში 43 718 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ბრაზილიაში რეგისტრირებულია COVID-19–ის ოთხი მილიონზე მეტი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

რაც შეეხება, გარდაცვლილებს, მსხვერპლთა რაოდენობით ბრაზილიას მხოლოდ აშშ უსწრებს.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 919 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 663 000–ზე მეტი ადამიანი, 20 588 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1917-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1354 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S