ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 1 630 ახალი შემთხვევა დადასტურდა
12/09/2020 06:15:47 მსოფლიო
ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 1 630 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დაავადებით კი 5 პაციენტი გარდაიცვალა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში COVID-19–ის 258 480 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 9 347 ადამიანი შეეწირა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 919 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 663 000–ზე მეტი ადამიანი, 20 588 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1917-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1354 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


