ფაუჩი: "პანდემიამდე არსებულ ცხოვრების წესს შესაძლოა, 2021 წლის ბოლომდე ვერ დავუბრუნდეთ"
11/09/2020 19:23:45 მსოფლიო
"პანდემიამდე არსებულ ცხოვრების წესს შესაძლოა, 2021 წლის ბოლომდე ვერ დავუბრუნდეთ", – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ინფექციური დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
"მჯერა, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლის ბოლოსთვის ან 2021 წლის დასაწყისისთვის. 2021 წლის შუა ან ბოლო პერიოდისთვის მოსახლეობის უმეტესობას ალბათ, ვაქცინა უკვე გაკეთებული ექნება. თუ თქვენ მეკითხებით იმას, როდის შევძლებთ, დავუბრუნდეთ პანდემიამდე არსებულ ცხოვრების წესს, ეს შესაძლოა, 2021 წლის ბოლომდე ვერ მოხერხდეს", – განაცხადა ფაუჩიმ MSNBC–ის ეთერში.
აშშ კოვიდ–ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით ამჟამად მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 913 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 329 000–ზე მეტი ადამიანი, 20 345000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1917-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1354 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


