Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის რეკორდული ზრდის მიუხედავად, საფრანგეთი ხელმეორედ ჩაკეტვას გამორიცხავს
11/09/2020 17:31:43 მსოფლიო
Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის რეკორდული ზრდის მიუხედავად, საფრანგეთი ხელმეორედ ჩაკეტვას გამორიცხავს.
"ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, გაიზრდება სწრაფი ტესტირების მასშტაბები, ხოლო გარკვეული დაწესებულებების სამუშაო საათები შეიზღუდება. რაც შეეხება ქვეეყნის ჩაკეტვას, მკაცრი კარანტინის რეჟიმი ხელმეორედ არ გამოცხადდება", – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა.
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 9 843 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში COVID-19–ის 353 944 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 30 813 ადამიანი შეეწირა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 913 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 329 000–ზე მეტი ადამიანი, 20 345000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1917-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1354 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


