ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
11/09/2020 16:09:20 საზოგადოება
ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ინფექცია 32-ე საჯარო სკოლის ინფიცირებულ პედაგოგთან კონტაქტში მყოფ პირებს დაუდასტურდათ.
ამასთან, ქუთაისის ცენტრალურ სკვერში მოწყობილ საველე კარავში დღის განმავლობაში მედიკოსებმა „პისიარ“ ტესტისთვის ნიმუშები 300-ზე მეტ მოქალაქეს აუღეს. ტესტის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ცნობისთვის: გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა. თებერვლიდან მოყოლებული, ეს დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 1354 ადამიანი, გარდაიცვალა 19.


