სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდე გახანგრძლივდა
11/09/2020 15:36:48 მსოფლიო
სომხეთში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საკარანტინო ვადის ამოწურვამდე, ქვეყანაში შესვლა სახმელეთო საზღვრიდან იკრძალება. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ დიპლომატებისა და მათი ოჯახებისთვის. გარდა ამისა, ქვეყანაში შესვლა შეეძლება სომხეთში დაკრძალვაზე და პანაშვიდებზე დასასწრებად ჩასულ პირებს. ქვეყნაში შესვლა არ აკრძალულა მძღოლებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობენ.
სომხეთის ტერიტორიაზე შემსვლელმა ყველა ადამიანმა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.
ცნობისთვის: კოვიდ–ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 45 503-ია. დაავადებით 909 ადამიანი გარდაიცვალა.


