Accentnews.ge
გურიაში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

გურიაში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

11/09/2020 13:46:03 საზოგადოება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ განაცხადა, პაციენტმა „პისიარ“ კვლევა ბათუმში ჩაიტარა. უკვე მოძიებულია ინფიცირებულის 15 კონტაქტი და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

"ეპიდკვლევა კვლავაც გრძელდება. მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა არჩილ მჟავიამ.

მისივე ინფორმაციით, გურიაში ამ ეტაპზე კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ცნობისთვის: გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა. თებერვლიდან მოყოლებული, ეს დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 1354 ადამიანი, გარდაიცვალა 19.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S