Accentnews.ge
„რუსთავი 2“ საეთერო ბადის ცვლილებით განაგრძობს მაუწყებლობას

„რუსთავი 2“ საეთერო ბადის ცვლილებით განაგრძობს მაუწყებლობას

11/09/2020 13:11:00 საზოგადოება

„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განმარტებით, არხი მაუწყებლობას განაგრძობს, თუმცა საეთერო ბადეს შესაძლოა, ცვლილებები რამდენიმე დღის განმავლობაში შეეხოს. არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილების მიზეზი ტელეკომპანიის თანამშრომლის COVID-19–ით ინფიცირებაა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დღეს ეთერში არ გავა „ღამის კურიერი“. იგეგმებოდა ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

„მაყურებელი მიიღებს ყველა ინფორმაციას „კურიერის“ საშუალებით“,– აღნიშნა სალიამ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ინფიცირებული ჟურნალისტის კონტაქტების დადგენა.

„მივიღეთ ზომები, იმ პირებს ჩაუტარდეთ ტესტირება, რომელთაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ. მაქსიმუმ, ხვალ გვეცოდინება პასუხები...წყაროს დადგენა რთულია, თუმცა ამ მიმართულებით ვმუშაობთ“,– განაცხადა სალიამ.

არხის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი ამბობს, რომ კონტაქტების მოძიების შემდეგ გადაწყდება, თანამშრომელთა რა ნაწილი გადავა თვითიზოლაციაში:

"არხი ასეთი სიტუაციისთვის წინასწარ მოემზადა. ჩვენ წინასწარ გვქონდა ნაყიდი, როგორც სწრაფი ტესტები, ისე – ეკიპირება. ამ მომენტისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ვგეგმავთ სამუშაოებს, რომელიც ყოველი პროცედურის დროს, რისკების შესამცირებლადაა. ვადგენთ კონტაქტებს და იმის მიხედვით, თუ რა შედეგებს მივიღებთ, გადაწყდება თანამშრომელთა რა ნაწილი დარჩება ტელევიზიაში და რა ნაწილი გადავა იზოლაციაში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S