"ზამთარი უნდა გადავიტანოთ, ეს მარტივი არ იქნება"
11/09/2020 12:14:56 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების ინფექციური დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, ეპიდემიის გამო წლევანდელი შემოდგომისა და ზამთრის გადატანა მარტივი არ იქნება.
„ნურასოდეს შეაფასებთ პანდემიის პოტენციალს ზედმეტად მსუბუქად. არ შეეცადოთ ყველაფრის ვარდისფერი ფერებში დანახვას. ჩვენ ეს შემოდგომა და ზამთარი უნდა გადავიტანოთ, ეს იოლი არ იქნება“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
აშშ კოვიდ–ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით ამჟამად მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 913 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 329 000–ზე მეტი ადამიანი, 20 345000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1917-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1354 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


