Accentnews.ge
შრომის ინსპექციამ ბათუმში 17 სარიტუალო დარბაზს საქმიანობა შეუჩერა, 7 სავაჭრო ობიექტი, მათ შორის "კარფური" დააჯარიმა

შრომის ინსპექციამ ბათუმში 17 სარიტუალო დარბაზს საქმიანობა შეუჩერა, 7 სავაჭრო ობიექტი, მათ შორის "კარფური" დააჯარიმა

11/09/2020 10:55:50 საზოგადოება

2020 წლის 10 სექტემბერს შრომის ინსპექციის სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელების მიერ ქ. ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სუპერმარკეტების ობიექტებისა და სასტუმროების შემოწმება განხორციელდა.

შემოწმება 8 სასტუმროში განხორციელდა, რომელთაგან მოთხოვნები 6-მა დააკმაყოფილა:

  • აისი
  • ბესტ ვესტერნი
  • მერკური
  • აქვა ჰოტელი
  • შერატონი
  • რედისონი

მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 2-მა სასტუმრომ:

  • სტამბული
  • გალოგრე

ამასთან, შემოწმება 8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტშიც განხორციელდა, რომელთაგან მოთხოვნები მხოლოდ ერთმა დააკმაყოფილა:

  • გუდვილი

მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 7-მა ობიექტმა:

  • ვილმარტი
  • სპარი
  • ნიკორა
  • ორი ნაბიჯი
  • იალჩინ მარკეტი
  • მაგნიტი
  • კარფური

მათ მიმართ გამოყენებულ იქნა ჯარიმა 10 000 ლარის ოდეონობით.

გარდა ამისა, არსებული რეგულაციების გაუთვალისწინებლობის გამო 3 სარიტუალო დარბაზის მფლობელიც დაჯარიმდა. საქმიანობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემის მხრიდან მათზე კონტროლი ხორციელდება .

ბათუმში, სამუშაო პროცესში რეკომენდაციების დაცვის შესრულებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებაც .

გაფრთხილების შემდგომ შემოწმდა 28 კვების ობიექტი (რესტორანი), რომლებსაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული.

მოთხოვნები დააკმაყოფილა ყველა შემოწმებულმა კვების ობიექტებმა (რესტორანი) :

  • შავი ზღა
  • ბალაგანი
  • ფიშლანდია
  • ფიშპოინტი
  • პორტა ბათუმი
  • ოქროს თევზი
  • მარსელი
  • მაჭახელა
  • სანაპირო
  • ადმირალ ტერასა
  • ლე პორტე
  • ლაით ჰაუსი
  • პონტოსი
  • აჭარა პალასი
  • ბახტრიონი
  • ზაქარა
  • თეთრი ბათუმი
  • მეფაიტონე
  • შერეკილები
  • შუმერული
  • ძველი გემო
  • ხინკლის გემო+
  • ფიროსამანი
  • თავადური
  • საზანდარი
  • ახალი გემი
  • ვივა ლათინო
  • ნეო კა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S