Accentnews.ge
კვლევა – ევროპის რიგ ქვეყნებში ვაქცინებისადმი ნდობა იზრდება, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებში კი უმეტესად მცირდება

კვლევა – ევროპის რიგ ქვეყნებში ვაქცინებისადმი ნდობა იზრდება, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებში კი უმეტესად მცირდება

11/09/2020 10:12:26 მსოფლიო

საზოგადოების ნდობა ვაქცინების უსაფრთხოებისადმი ევროპის რიგ ქვეყნებში ნელ-ნელა იზრდება, თუმცა მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებში, განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უმეტესად მცირდება, – ამის შესახებ ნათქვამია სამედიცინო ჟურნალ"Lancet"–ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

კვლევა ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს და მასში მონაწილეობა დაახლოებით 300 000–მა რესონდენტმა მიიღო.

ვაქცინების ნდობის თაობაზე ჩატარებული მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგების თანახმად, ევროპაში ვაქცინების უსაფრთხოების მიმართ ნდობა იზრდება, მაგალითად, საფრანგეთში, სადაც ვაქცინების მიმართ ნდობის მაჩვენებელი ათწლეულების განმავლობაში მუდმივად დაბალი იყო, სადღეისოდ 22% -დან 30% -მდეა გაზრდილი. ბრიტანეთში ვაქცინების მიმართ ნდობის მაჩვენებელი 47% -დან 52% -მდეა გაზრდილი.

თუმცა არსებობს ზოგიერთი გამონაკლისი ქვეყანაც. კერძოდ, პოლონეთსა და სერბეთში ვაქცინების მიმართ ნდობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

​როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მსოფლიოს რიგ სახელმწიფოებში, მაგალითად, როგორიცაა ავღანეთი, ფილიპინები, ინდონეზია, ნიგერია და პაკისტანი, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც კატეგორიულად არ ეთანხმებიან ვაქცინების უსაფრთხოებას.

რას უკავშირებენ მკვლევარები ვაცქცინების მიმართ საზოგადოების ნდობის მაჩვენებლის მნიშვნელოვან კლებას

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მეცნიერი ჰეიდი ლარსონი, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა ვაცქცინების მიმართ საზოგადოების ნდობის მაჩვენებლის მნიშვნელოვან კლებას სამ ძირითად ფაქტორს უკავშირებს. ესენია: პოლიტიკურ არასტაბილურობა, რელიგიურ ექსტრემიზი და ვაქცინების თაობაზე სოციალურ ქსელებში გავრცელებული დეზინფორმაცია.

კვლევის ავტორების თქმით, გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ზემოთხსენებულ სამ ფაქტორსა და მედიკამენტების უსაფრთხოებისადმი ნდობის მაჩვენებელს შორის აშკარა კავშირია.

ჰეიდი ლარსონის თქმით, საზოგადოების უნდობლობა ზოგადად პოლიტიკოსების მიმართ, ასევე, გარკვეულ როლს თამაშობს ვაქცინებისადმი საზოგადოების უნდობლობის კუთხით.

კვლევის ავტორები მიმართავენ მთავრობებს, უსაფრთხო ვაქცინის თაობაზე საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის საინფორმაციო კამპანიებში მეტი ინვესტიცია ჩადონ.

"ამის გარეშე არსებობს საშიშროება, რომ SARS-CoV-2–ის წინააღმდეგ შექმნილმა ვაქცინებმა ვერასოდეს მიაღწიონ თავიანთ პოტენციალს", – განაცხადა ჯონ ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მეცნიერმა დანიელ სალმონმა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 913 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 329 000–ზე მეტი ადამიანი, 20 345000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1917-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1354 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S