Accentnews.ge
"საქართველოს რკინიგზის" თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა – კომპანიამ ზომები გაამკაცრა

"საქართველოს რკინიგზის" თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა – კომპანიამ ზომები გაამკაცრა

11/09/2020 09:53:45 საზოგადოება

გურიაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. არსებული ინფორმაციით, COVID-19 დაუდასტურდა საქართველოს რკინიგზის თანამშრომელს.

როგორც „აქცენტს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, ინფიცირების წყარო ცნობილია.

„საქართველოს რკინიგზის" გურიის რეგიონის დეფექტოსკოპიის (ლიანდაგის პარამეტრების შემოწმება) ოპერატორის თანაშემწეს 10 სექტემბერს დაუდასტურდა „კოვიდ 19“. ინფიცირების წყარო ცნობილია: მას კონტაქტი ჰქონდა ბათუმის საბაჟოს თანამშრომელთან“,– განმარტავენ რკინიგზაში.

რაც შეეხებათ, დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ რკინიგზის თანამშრომლებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ „13 ადამიანს უკვე ჩაუტარდა ტესტირება, ისინი ამ ეტაპზე არ ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობას და არიან თვითიზოლაციაში. საქართველოს რკინიგზამ კი უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა“:

„კომპანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაგისტრალური მიმოსვლის ყველა მატარებელზე და სარკინიგზო სადგურებში პერმანენტულად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს, ასევე ყოველდღიურად მიმდინარეობს დასუფთავება და სველი წესით დალაგება. სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისშიც რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებებით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S