Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საბერძნეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში საბერძნეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

11/09/2020 09:17:29 მსოფლიო

ბოლო 24 საათში საბერძნეთში Covid-19-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე– ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 372 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში COVID-19–ის 12 452 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 297 ადამიანი შეეწირა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 913 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 329 000–ზე მეტი ადამიანი, 20 345000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1917-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1354 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S