Accentnews.ge
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრმა პაციენტების მიღება შეაჩერა

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრმა პაციენტების მიღება შეაჩერა

11/09/2020 08:41:29 საზოგადოება

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, რეანიმაციული განყოფილების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. საავადმყოფოში პაციენტების მიღება 3 დღით შეჩერდა.

ქუთაისში დაიდგა კარავი, სადაც მოქალაქეთა ნაწილს უტარდება ტესტირება: ტესტირება სავალდებულოა მასწავლებლებისთვის და მათთვის ვინც, ბოლო პერიოდის განმვლობაში აჭარაში იმყოფებოდა ან აქვს ვარაუდი, რომ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

"უმეტეს შემთხვევაში კონტაქტები იდენტიფიცირებულია. დაწყებული გვაქვს ლაბორატორიული კვლევები. გუშინდელი შემთხვევებიდან 70% უკავშირდება სკოლას და ცაგერს", - ამბობს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 87 შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S