Accentnews.ge
სინოპტიკოსები 14 სექტემბრამდე მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები 14 სექტემბრამდე მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ

11/09/2020 08:30:54 საზოგადოება

სინოპტიკოსები 11-14 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ცხელ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. 11-12 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13 სექტემბერს ცალკეულ რაიონში შესაძლოა +38 გრადუსამდე მოიმატოს. 14 სექტემბერს კი +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთაში ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი და მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S