ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 96 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა
11/09/2020 08:36:40 საზოგადოება
ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 96 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 10 დღეა, ქვეყანაში კორონავირუსის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 1 000-ს აჭარბებს. გასული დღის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 1 209 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის 4 562 414 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 76 271 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 913 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 329 000–ზე მეტი ადამიანი, 20 345000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1917-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1354 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


