Accentnews.ge
უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში არსებულ სამ სასტუმროში დღეიდან გადაიყვანენ

უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში არსებულ სამ სასტუმროში დღეიდან გადაიყვანენ

11/09/2020 07:43:16 საზოგადოება

უსიმპტომო და COVID-19–ის მსუბუქი ფორმის მატარებელ პაციენტებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში არსებულ სამ მსხვილ სასტუმროში დღეიდან გადაიყვანენ,– ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ამ სასტუმროებში ინფრასტრუქტურა მომზადებულია, საკმარისი საწოლებია და ამ გზით კოვიდ–ცენტრების განტვირთვა მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ეზუგბაია ამბობს, ამჟამად არსებული 536 პაციენტი არ არის ის რაოდენობა, რასაც ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება.

ეზუგბაია დარწმუნებულია, რომ 4–ჯერ მეტი პაციენტის გამკლავების შესაძლებლობა აქვს სისტემას.

„ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე ჯერ ლაპარაკი არ არის. უკვე გაცხადებული გახლავთ ასეთი მოდელი: პაციენტები, რომლებიც თავიდან სტაციონარში მოთავსდებიან (საუბარია უსიმპტომოებზე და მსუბუქი ფორმის მატარებლებზე), მათი კვლევების შედეგების შეფასებით, შესაძლებელია, კლინიკაში ყოფნის მერვე დღიდან სპეციალურად შექმნილი საკარანტინე სასტუმროებში მათი გადაყვანა და აქ მოხდება მეთვალყურეობა და მკურნალობის გაგრძელება. ეს დადგენილება უკვე შესულია ძალაში“,– განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S