Accentnews.ge
„მწვანე ზონიდან“ გადასულები ვართ...გავუმკლავდებით“

„მწვანე ზონიდან“ გადასულები ვართ...გავუმკლავდებით“

11/09/2020 07:29:43 საზოგადოება

„მწვანე ზონიდან“ გადასულები ვართ, მაგრამ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია,– ასე აფასებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელი ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას და ამ მიმართულებით საქართველოში COVID-19–ით ავადობის მაჩვენებელს.

„10–ია „მწვანე ზონის“ მაქსიმალური მაჩვენებელი[100 000 მოსახლეზე], ჩვენ კი ჯერ–ჯერობით 10,2– გვაქვს. თუ ჩვენ სიტუაციას შევინარჩუნებთ და გავუმკლავდებით, პრობლემა არ გვექნება...დარწმუნებული ვარ, ამასაც გავუმკლავდებით. ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზადაა. მატებასთან ერთად საწოლ–ფონდის დამატება მოხდება, ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო სექტორი სამუშაოდ მზადაა“,– განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ დრომდე აქცენტი ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის ეფექტურობაზე კეთდებოდა, მაგრამ ახლა დადგა დრო, მოქალაქეების პასუხისმგებლობაზეც ვისაუბროთ, რადგან მათზეა დამოკიდებული ეპიდვითარების მაჩვენებელი.

„მოქალაქეებმა უნდა დაიჯერონ, რომ ქვეყანაში COVID-19 არსებობს“,– აღნიშნა ეზუგბაიამ და ის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან რეგულაციები: დისტანცირება, ჰიგიენა და ატარონ პირბადე არა მხოლოდ დახურულ დაწესებულებებში, არამედ ღია სივრცეშიც, თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.

ეზუგბაია შემთხვევების მატებას არა „მეორე ტალღას“, არამედ მობილობის ზრდას და რეგულაციების შესრულების შესუსტებას უკავშირებს.

მისი თქმით, „მეორე ტალღა“ სეზონის ან დაავადების ხასიათის ცვლილებას უკავშირდება, ამიტომ, აღნიშნულს სპეციალისტები ნოემბრიდან ელიან.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის მოროგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი – 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S