Accentnews.ge
თაკო ჩარკვიანს COVID-19 დაუდასტურდა

თაკო ჩარკვიანს COVID-19 დაუდასტურდა

11/09/2020 07:04:05 საზოგადოება

პარტია კანონი და სამართლის ლიდერს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ის "ფეისბუკზე" წერს:

"ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ! თუ ღმერთმა ინება გავუძლებთ!

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ! ახლა მე არა, ჩემს ირმას უგულშემატკივრეთ ავსტრიაშია, გაიგებს და ინერვიულებს! თავისუფლება ლომთა ხვედრია," - წერს თაკო ჩარკვიანი.

განახლება

თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირების წყარო დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია, რმელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

„გუშინ წინ რომ გამოაცხადეს გოგიჩაიშვილზე, თითქოს თავში ჩაგარტყამენო რაღაცას, ისე იყო, რადგან ერთ-ერთ გადაცემაში ლევანი იჯდა. რომ მორჩა, გავიდა, მაგრამ მისი მიკროფონი, „პეტლიჩკას“ რომ ვეძახით, მე გამიკეთეს. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მას ვირუსი დაუდასუტრდა და ამასთან, მეც ვახველებდი, მივხვდი, რომ ამის გამოა. აი, ასე ჰაერწვეთოვანი შეხება იქვე, ადგილზე არ გვქონია. ის იქითა მხარეს გავიდა, მე აქეთ, მეორე მხრიდან შევდიოდი.

ბოლო სამი დღეა, მახველებს, სიცხე მაქვს 37,2 – 37,3. სიმპტომების გამოვლენისას მეთვითონ მივმართე სპეციალისტებს. 112-ში დავრეკე და ეს ყველაფერი მოვყევი, რომ მე ვარ კონტაქტი გოგიჩაიშვილისა.

დღეს დილით იყო ტესტის პასუხი, მე და ჩემს მეუღლეს დაგვიდგინდა კოვიდ დადებითი. ახლა ველოდებით, რას გვეტყვიან, სად გადაგვიყვანენ. ერთი პრობლემა ისაა, რომ სახლში დედა მყავს 86 წლის, მე და ერთი ქალბატონი ვუვლით მას. მათი პასუხები ჯერ არ ვიცით, ერთადერთი ამაზე ვღელავთ“, – განუცხადა პირველ არხს ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, გარეთ არ გასულა და იზოლაციის წესებს იცავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S