ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 9 843 ახალი შემთხვევა დადასტურდა
11/09/2020 05:51:49 მსოფლიო
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 9 843 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში მოიმატა იმ პაციენტების რაოდენობამაც, რომლებსაც რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ.
ფატალური შემთხვევების რაოდენობით საფრანგეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდ 19-ს დღემდე 30 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში COVID-19–ის 353 944 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 30 813 ადამიანი შეეწირა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 913 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 329 000–ზე მეტი ადამიანი, 20 345000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1917-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1354 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


