Accentnews.ge
Microsoft: "რუსი, ჩინელი და ირანელი ჰაკერები აშშ-ის არჩევნებში ჩარევას კვლავ ცდილობენ"

Microsoft: "რუსი, ჩინელი და ირანელი ჰაკერები აშშ-ის არჩევნებში ჩარევას კვლავ ცდილობენ"

11/09/2020 05:41:43 მსოფლიო

კომპანია "Microsoft"-ს განცხადებით, რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაკავშირებული ჰაკერების სამიზნე კვლავ აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია, – იუწყება BBC.

"რუსი ჰაკერების ჯგუფი, რომელმაც 2016 წელს დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კამპანია დაჰაკა, მომავალი არჩევნების კიბერთავდასხმაში ისევ მონაწილეობენ", – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, Microsoft-ში ამბობენ, რომ რუსმა ჰაკერებმა Strontium-ის გუნდიდან 200-ზე მეტ ორგანიზაციაზე მიიტანეს იერიში, რომელთაგან დიდი ნაწილი დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიებთან, როგორც რესპუბლიკელებთან, ისე დემოკრატებთან.

კიბერთავდასხმის საფრთხის ქვეშ არის როგორც მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ისე მისი მეტოქე დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენი. ჯგუფი Strontium ცნობილია ასევე, როგორც Fancy Bear, რომელიც დაკავშირებულია რუსულ სამხედრო სამსახურებთან, "გრუ"-სთან.

რაც შეეხება ჩინელ ჰაკერებს, მათ იერიში მიიტანეს ჯო ბაიდენის კამპანიაზე, მაშინ როდესაც ირანელი ჰაკერების მთავარი სამიზნე დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ადამიანები არიან.

ცნობისთვის: 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის პოლიტიკოსების ნაწილი, ასევე სადაზვერვო უწყებები, ამტკიცებდნენ იმას, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიაზე კიბერთავდასხმა გახორციელდა. საუბარია დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ ჰილარი კლინტონზე. კიბერთავდასხმის დროს დაიჰაკა მისი იმეილი. აშშ-ს სადაზვერვო უწყებები აცხადებდნენ, რომ რუსი ჰაკერები ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიის ჩაშლას ცდილობდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S