Accentnews.ge
აჭარაში გამოვლენილი 27 შემთხვევიდან 16-ის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარაში გამოვლენილი 27 შემთხვევიდან 16-ის ინფიცირების წყარო უცნობია

10/09/2020 19:50:10 საზოგადოება

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის ცნობით, აჭარაში დღეს გამოვლენილი 27 შემთხვევიდან 16-ის ინფიცირების წყარო უცნობია.

როგორც შავიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პირველად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ინფიცირებულებმა სარიტუალო სახლების დასახელება დაიწყეს, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ.

"როცა გამოკითხვა მიდის და ეპიდემიოლოგები ეკითხებიან ინფორმაციას, ხშირად არის ფაქტები, რომ რაღაცას მაინც ბოლომდე არ ამბობენ, სიმართლეს მალავენ. ამავდროულად ჩნდება კიდევ ისეთი ფაქტები, რომ შეიძლება დაასახელონ საკონტაქტო პირი და მერე იმ კონტაქტმა აუკრძალოს, ნუ მასახელებო. ამიტომ, ჩვენი მთავარი მესიჯი მოსახლეობისთვის არის – ჩაერთონ მასიურ ტესტირებაში. ამისთვის არის ხუთი კარავი ბათუმში და ერთი კარავი ქობულეთში. ხუთი პოლიკლინიკა აგრძელებს ტესტირებას“,- განაცხადა შავიშვილმა.

მისივე ცნობით, „აჭარაში კარანტინში ამ დროისათვის გახლავთ 2 450 პირი, რაც დაახლოებით არის 46%-ზე მეტი მთელი საკარანტინო სივრცისა საქართველოში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S