Accentnews.ge
TV პირველის 217 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

TV პირველის 217 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

10/09/2020 19:36:02 საზოგადოება

ტელეწამყვანის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, TV პირველის 217 თანამშრომელს დღეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა.

როგორც გრიგოლია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

ტელეკომპანიაში თანამშრომლების გატესტვა მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ, 9 სექტემბერს, ერთ-ერთ ჟურნალისტს ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ვირუსი ასევე დაუდასტურდა ჟურნალისტის მეუღლეს ლევან გოგიჩაიშვილს, რომელიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და პარტია ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის წევრია. მომხდარის გამო, პარტიის ლიდერები და თანამშრომლები, რომლებსაც ბოლო დღეებში გოგიჩაიშვილთან კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S