Accentnews.ge
ბოლო 24 საათში ისრაელში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში ისრაელში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

10/09/2020 12:42:49 მსოფლიო

ბოლო 24 საათში ისრაელში კორონავირუსის 3 904 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

მედიის ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ ისრაელში საყოველთაო კარანტინი კვლავ გამოცხადდეს.

აღსანიშავია, რომ ხელისუფლებამ იმ ქალაქებში, სადაც ინფიცირების შემთხვევებმა განსაკუთრებით მოიმატა, სკოლები დახურა და ღამის საათებში შეზღუდვები დააწესა.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში COVID-19–ის 143 000–ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 1 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა როდენობამ 900 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 000 000–ზე მეტი ადამიანი, 20 000 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1830-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1334 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S