Accentnews.ge
ქუთაისში 21 პედაგოგს Covid–19 დაუდასტურდა

ქუთაისში 21 პედაგოგს Covid–19 დაუდასტურდა

10/09/2020 12:17:51 საზოგადოება

ქუთაისის 32-ე სკოლის 21 პედაგოგს, მათ შორის, დირექტორს და მოადგილეს Covid–19 დაუდასტურდა,- იუწყება "რუსთავი 2" სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია ხაზარაძეზე დაყრდნობით.

ტესტის პასუხები პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ინფიცირებულები ამ დროისთვის სკოლაში იმყოფებიან და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან. ამდენად, ამ ეტაპზე არ არიან ინფორმირებულები, თუ რა მიმართულებით გადაიყვანენ.

ცნობისთვის: ბოლო სამი დღის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები ოთხ ათეულს გასცდა: 8 სექტემბერს დაფიქსირდა 45 შემთხვევა, 9 სექტემბერს – 44, ხოლო 10 სექტემბერს – 57, რაც რეკორდული დღიური მონაცემია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S