ცაგერის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი ჩაიკეტა
10/09/2020 11:45:23 საზოგადოება
ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა. ორბელში, ლაილაშსა და ლაჯანაში შესვლადა გასვლა დღეიდან შეიზღუდება.
მიზეზი კორონავირუსის გახშირებული რაოდენობა გახდა: 10 სექტემბერს ცაგერში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 9 სექტემბერს კი – 5. თავად აღნიშნული შემთხვევები თბილისში საქორწილო სუფრას უკავშირდება.
სოფლებში გაფართოებული ტესტირება ჩატარდება.


