ბათუმში 22-ე საჯარო სკოლის პედაგოგს covid-19 დაუდასტურდა
10/09/2020 11:04:03 საზოგადოება
ბათუმში 22-ე საჯარო სკოლა დაიკეტა. მიზეზი კოვიდ 19-ია. კერძოდ, სკოლის მასწავლებელს ვირუსი დაუდასტურდა.
10 სექტემბერს აჭარაში კორონავირუსის 27 შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყნის მასშტაბით კი – 57, რაც საქართველოსთვის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
საქართველოს მასშტაბით სასწაქვლო პროცესის განახლება 15 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი, თუმცა ბათუმსა და ქობულეთში პირველი ორი კვირის განმავლობაში სწავლა ვირტულურად განახლდება.
პედაგოგებს მოუწოდებენ, ვისაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, პირველი ორი კვირის განმავლობაში სკოლაში სიარულისგან თავი შეიკავოს.


