Accentnews.ge
გოგიჩაიშვილი: „ამომრჩეველთან შეხვედრა არ მქონია"

გოგიჩაიშვილი: „ამომრჩეველთან შეხვედრა არ მქონია"

10/09/2020 12:20:17 საზოგადოება

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის ინფიცირების წყარო უცნობია,– ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში მისმა მეუღლემ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ განაცხადა.

როგორც ბუკია ამბობს, მათ მსუბუქი სიმტომები აღენიშნებათ და მკურნალობის პროცესს ბოჭორიშვილის კლინიკაში გადიან.

ამასთან, ტესტირება ჩაუტარდათ შვილებს და ტესტის პასუხების მოლოდინში არიან.

ცნობისთვის: გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს covid-19 9 სექტემბერს დაუდასტურდა.

განახლება

გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მის შვილებს კორონავირუს არ დაუდასტურდათ.

"დილით როდესაც გავიღვიძე სიცხე მქონდა და ტესტის ჩასატარებლად ისე წავედი, შევეცადე, ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ მქონოდა. ტესტის პასუხის გაგებამდე კი თვითიზოლაციაში ვიყავი,"- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მისი ინფიცირების წყარო არ იცის, კონტაქტები კი იდენტიფიცირებულია და ამომრჩეველთან სეხვედრა არ ჰქონია:

"იმ პერიოდში, საიდანაც საჭიროა, ავითვალოთ, მხოლოდ ოფისში ვიმყოფებოდი, შესაბამისად, წრე [კონტაქტების] გარკვეულია. ბოლო სამი დღის განმავლობაში ამომრჩეველთან შეხვედრა არ მქონია. რაც შეეხება ჩემი ინფიცირების წყაროს, არ ვიცი ვისგან გადამედო ინფექცია, მაგრამ თუ გადავრჩები და მე არ გავხდები სხვებისთვის პრობლემის შემქმნელი, ეს უმნიშვნელოვანესია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტში გადამედო ვირუსი, თუმცა არ ვიცი და ვერ ვიტყვი ვერაფერს ჩემი ინფიცირების წყაროს შესახებ. პარლამენტში ყოფნისას ერთ ოთახში ვიყავი, ასევე, ვიმყოფებოდი ბიუროს სხდომაზე და იქ ჩემს კოლეგებთან მიწევდა ურთიერთობა და ასევე მედიის წარმომადგენლებთან,"- აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა „რუსთავი–2“–ის ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S