Accentnews.ge
„არ შეიძლება, ერთმა და ორმა  ქორწილმა რეგიონები აგვიფეთქოს, ყველაფერს საზღვარი აქვს!“

„არ შეიძლება, ერთმა და ორმა  ქორწილმა რეგიონები აგვიფეთქოს, ყველაფერს საზღვარი აქვს!“

10/09/2020 10:19:25 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ხოლო ახალდაქორწილებულებს ურჩევს, ქორწილი შვილებთან ერთად გადაიხადონ.

იმნაძე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან ჰიგიენა და დისტანცია, ვინაიდან covid-სტატისტიკა მოქალაქეების პასუხსიმგებლობაზესაა დამოკიდებული.

„ჩაკეტვას აზრი აქვს თავის დროზე. დრო უნდა შეარჩიო, რა უნდა ჩაკეტო, როდის, რა თანმიმდევრობით. ჩვენ გაცილებით ნაკლები ჩაკეტვებით გაცილებით მეტ შედეგს მივაღწეთ, რადგან ეს განხორციელდა თავის დროზე, თანმიმდევრობით. შემდეგ გახსნა განხორციელდა თანმიმდევრობით. დღემდე ეს სიტუაცია ვმართეთ როგორც კი შეიძლებოდა. დღეს რომ რაღაც ჩაკეტო, წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდება – არჩევნები, ხელს გვიშლიან და ა.შ. იქნება წერტილოვანი ღონისძიებები. ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს?! არ შეიძლება, ერთმა და ორმა ქორწილმა საქართველოში მთელი რეგიონები აგვიფეთქოს და ეს იყო სამწუხაროდ. რამდენი თხოვნა იყო, გამოსვლა, მაგრამ არაფერმა გაჭრა“,– განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში იმნაძემ.

ცნობისთვის: ორი დღის წინ საქართველოში covid-19-ის 45 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აპრილის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი იყო, 9 სექტემბერს – 44, ხოლო 10 სექტემბერს 57 – რაც საქართველოსთვის კიდევ ერთი რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S