Accentnews.ge
გამყრელიძე ლოკალურ შეზღუდვებს არ გამორიცხავს

გამყრელიძე ლოკალურ შეზღუდვებს არ გამორიცხავს

10/09/2020 09:43:59 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შეფასებით, დღეში covid-19–ის 57 შემთხვევა სერიოზული ზრდაა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ისეთი მკაცრი შეზღუდვები, როგორიც გაზაფხულზე იყო, ვერ განხორციელდება. ამასთან, გამყრელიძე ლოკალური შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს.

„რადგან მოდის შემოდგომა, როდესაც სხვა რესპირაციული ვირუსების ზედდება შეიძლება იყოს, გრიპის ვირუსი ტრადიციულად ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს ჩნდება ხოლმე, უფრო ხშირად ნოემბრის შუა რიცხვებიდან და კიდევ ორი თვეა მანამდე, მაგრამ მაინც, ეს დინამიური ზრდა საკმაოდ საყურადღებოა. ფაქტია, რომ ქვეყანაში ინფექციის შიდა ცირკულაცია გვაქვს და ამის შეკავება ყველანაირად უნდა მოვახდინოთ. შეკავების ის პრინციპები, რაც გაზაფხულზე განხორციელდა, ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვი, რა თქმა უნდა, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ ასეთი კლასტერები გვექნა. აქამდე რომ არ მივიდეთ, საჭიროა დავიცვათ რეკომენდაციები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S