მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტებს არ დაუშვებენ
10/09/2020 07:29:43 საზოგადოება
კორონავირუსის გამო მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტები არ დაიშვებიან. ინფორმაციას მთავრობის პრეს–სამსახური ავრცელებს.
როგორც მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, ცალკეულ მედიასაშუალებებში არსებული შესაძლო რისკებიდან გამომდინარე, მთავრობის სხდომის გაშუქებას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
9 სექტემბერს TV პირველის ჟურნალისტს ვიკა ბუკიას და მის მეუღლეს – დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ვირუსზე ტესტებს უტარებენ ტელევიზიის თანამშრომლებს.
ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, ინფიცირების 1 850 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 1334 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 ადამიანი გარდაიცვალა.


