"57 ახალი შემთხვევიდან 5 სამედიცინო პერსონალია, 8-ის დაინფიცირების წყარო უცნობია"
10/09/2020 07:12:46 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 57 ახალი შემთხვევიდან 5 სამედიცინო პერსონალია, 8-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.
„დღევანდელი მონაცემებით, 57 ახალი შემთხვევა გვაქვს. 57-დან ხუთის წყარო არის „დონა“, 14 პაციენტის წყარო ქალაქი ბათუმია, 18 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 პაციენტის წყარო აჭარაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, 3 პაციენტი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 5 სამედიცინო პერსონალია, 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით", – განაცხადა ეზუგბაიამ.


