ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
10/09/2020 07:05:05 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა.
"ამ ეტაპზე კოვიდ–ცენტრებში 469 ინფიცირებული მკურნალობს. აქედან 4 კრიტიკულად მძიმეა, 18 მძიმე “,- განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 3 კრიტიკულად მძიმე, 17 მძიმე პაციენტი იყო.
ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 57 პირი დაინფიცირდა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 27 აჭარას უკავშირდება.


