ახალი შეზღუდვები, რომელიც დღეიდან ამოქმედდება
10/09/2020 05:27:41 საზოგადოება
საქართველოში დღეიდან რამდენიმე ახალი შეზღუდა ამოქმედდება, რომელიც კორონავირუსთანაა დაკავშირებული. გადაწყვეტიელბა უწყებათაშორისმა საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.
ეს შეზღუდვებია:
- თეატრების, კინოთეატრების და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო. ისინი 1 ნოემბრიდან გაიხსნება;
- ხვალიდან იკრძალება სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა იუბილე, ქელეხი, ქორწილი და ქვეყანა უბრუნდება იმ შეზღუდვას, რომელიც ადრე არსებობდა ამ მიმართულებით;
- შეზღუდვა, რომელიც დახურულ სივრცეში არსებობდა, ხვალიდან გავრცელდება ღია სივრცეებზეც.რაც შეეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, შეიზღუდება 200–ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ღონისძიების გამართვა, ეს გავრცელდება ღია სივრცეებზეც;
- სკოლებში საზეიმო ღონისძიებები უქმდება.
როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები და მან მოქალაქეებს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, 200-კაციანი შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება.
მან საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან დადგენილი წესები.
ბოლო ორი დღეა, ქვეყანაში კორონავირუსის ოთხი ათეული შემთხვევა ფიქსირდება.


