ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 95 735 ახალი შემთხვევა დადასტურდა
10/09/2020 05:30:48 მსოფლიო
ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 95 735 ახალი შემთხვევა დადასტურდა რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინდოეთში საერთო ჯამში, კორონავირუსის 4.4 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 75 000-ს აჭარბებს.
ცნობისთვის: კოვიდ–ინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.


