Accentnews.ge
კვლევა – ყოველი 5–დან 1 ჰოსპიტალიზებული კოვიდ–ინფიცირებული ახალგაზრდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას საჭიროებს

კვლევა – ყოველი 5–დან 1 ჰოსპიტალიზებული კოვიდ–ინფიცირებული ახალგაზრდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას საჭიროებს

09/09/2020 20:10:23 მსოფლიო

ყოველი 5–დან 1 ჰოსპიტალიზებული კოვიდ–ინფიცირებული ახალგაზრდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას საჭიროებს, – ამის შესახებ ჟურნალ JAMA Internal Medicine–ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.

ბოსტონის Brigham–ისა და Women’s Hospital–ის მკვლევარებმა შეისწავლეს Covid-19–ით ინფიცირებული 3 222 პაციენტი, რომელთა ასაკი 18–დან 34 მდე მერყევობდა.

კვლევის შედეგების თანახმად, 3 222 პაციენტიდან 21%–ს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა დასჭირდა, მათგან 10%–ს კი მართვითი სუნთქვა ესაჭიროებოდა. ინფიცირებულიდან 88 პაციენტი დაავადებით გარდაიცვალა.

კვლევის შედეგების მიხედვით, 3 222 პაციენტიდან უმეტესობას გულის პრობლემები აღენიშნებოდა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 901 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 27 739 000–ს გადააჭარბა, 19 833 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1773-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1325 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S