24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით 8 577 ადამიანი დაინფიცირდა
09/09/2020 18:54:33 მსოფლიო
24 საათში საფრანგეთში ახალი კორონავირუსით 8 577 ადამიანი დაინფიცირდა, გუშინ კი – 8 975.
საერთო ჯამში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 344 101 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 30 794 ინფიცირებული.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 901 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 27 739 000–ს გადააჭარბა, 19 833 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1773-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1325 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


