Accentnews.ge
სერბეთის თავდაცვის მინისტრი: "​რუსულ-სერბულ-ბელარუსულ სამხედრო წვრთნებს ბრიუსელის ზეწოლის გამო ვაჩერებთ"

სერბეთის თავდაცვის მინისტრი: "​რუსულ-სერბულ-ბელარუსულ სამხედრო წვრთნებს ბრიუსელის ზეწოლის გამო ვაჩერებთ"

09/09/2020 18:08:35 მსოფლიო

"​რუსულ-სერბულ-ბელარუსულ სამხედრო წვრთნებს ბრიუსელის მხრიდან უზარმაზარი და დაუმსახურებელი ზეწოლის გამო 6 თვით ვაჩერებთ", – ამის შესახებ სერბეთის თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრე ვულინმა განაცხადა.

"მათ გვითხრეს, რომ დაგეგმილი ერთობლივი წვრთნები არ გაგვემართა", – განაცხადა ვულინმა.

ცნობისთვის: ​რუსულ-სერბულ-ბელარუსული წვრთნები ბელარუსში 10–15 სექტემბერს უნდა გამართულიყო.

„მრავალეროვნული ბელარუსულ-რუსულ-სერბული სამხედრო წვრთნები Slavic Brotherhood 2020 ბრესცკის 38-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის პოლიგონზე ჩატარდება, მონაწილეთა ჩამოსვლა დაგეგმილია 10 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე", – აცხადებდნენ 8 სექტემბერს ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S