ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მარია კოლესნიკოვასა და მაქსიმ ზნაკს პატიმრობა ემუქრებათ
09/09/2020 17:03:11 მსოფლიო
ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მარია კოლესნიკოვასა და მაქსიმ ზნაკს პატიმრობა ემუქრებათ, – ამის შესახებ ქვეყნის საგამოძებო კომიტეტში აცხადებენ.
უწყების ცნობით, ოპოზიციონერების წინააღმდეგ საქმე „ძალაუფების ხელში ჩაგდების თაობაზე მოწოდებების“ მუხლით არის აღძრული.
"ამავე საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, კალესნიკოვას ადვოკატი ილია სალეი. მიმდინარეობს საგამოძიებო მომქედებები სისხლის სამართლის საქმეზე ყველა არსებითი გარემოების დასადგენად", – აცხადებენ საგამოძებო კომიტეტში.
მაქსიმ ზნაკი 9 სექტემბრის დააკავეს. რაც შეეხება მარია კალესნიკოვას, იგი 7 სექტემბერს, მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ გაუჩინარდა.
ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოში აცხადებენ, რომ ბელარუსის ხელისუფლებას სურდა კალესნიკოვა და მისი ორი თანამებრძოლი, ანტონ როდნიანკოვი და ივან კრავცოვი იძულებით გაეძევებინათ უკრაინაში. თუმცა კალესნიკოვამ მოასწრო პასპორტის დახევა და ამით მის იძულებით დეპორტაციას ხელი შეუშალა.
ბელარუსის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ "კალესნიკოვა, მისმა თანამზრახველებმა მანქანიდან გადმოაგდეს საზღვრის ბუფერულ მონაკვეთში და თავად უკრაინაში მიიმალნენ".
მარია კალესინიკოვა და მაქსიმ ზნაკი საკოორდინაციო საბჭოს 7–კაციანი პრეზიდიუმის ბოლო ორი წევრი იყო, რომლებიც დღემდე თავისუფლებად აგრძელდებდნენ საქმიანობას. დანარჩენი ხუთი წევრი კი ან დააპატიმრეს, ან ქვეყნიდან გააძევეს.
საკოორდინაციო საბჭოს წევრია ასევე ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი, რომელიც არ მონაწილეობდა პრეზიდიუმის სხდომებში, მაგრამ აცხადებს, რომ მთლიანად იზიარებს ოპოზიციის ძირითად მოთხოვნებს: გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რეპრესიების შეწყვეტას და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებს.
ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.
აშშ-მა ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.


