მედია - იტალიაში უახლოეს მომავალში დაამტკიცებენ კორონავირუსის ტესტს, რომელსაც დაავადების დადგენა სამ წუთში შეუძლია
09/09/2020 15:27:34 მსოფლიო
იტალიაში უახლოეს მომავალში დაამტკიცებენ ახალი კორონავირუსის ტესტს, რომელსაც დაავადების დადგენა სამ წუთში შეუძლია, – იუწყება იტალიური მედია.
ახალი ტესტი ტარდება პაციენტის ნერწყვზე. ტესტი სახელწოდებით "Daily Tampon" ლომბარდიაში დაფუძნებული კომპანია Allum–მა სანიოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 901 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 27 739 000–ს გადააჭარბა, 19 833 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1773-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1325 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


