Accentnews.ge
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო

09/09/2020 14:45:23 საზოგადოება

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც სკოლაში აცხადებენ, ყველა მასწავლებელი გაიტესტა და თვითიზოლაციაში გადავიდა. განმეორებითი ტესტირება კი 20 სექტემბერს ჩაუტარდებათ.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებაც გადაიდო. სასწავლო პროცესი სკოლაში 1 ოქტომბერს განახლდება.

არსებული ინფორმაციით, სკოლის თანამშრომლის ინფიცირების წყარო ცნობილია და ის ქორწილის ე.წ. კლასტერიდანაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S