"მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ, ველოდებით NCDC-ს შემდგომ რეკომენდაციებს"
09/09/2020 14:10:56 საზოგადოება
"მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ, ველოდებით NCDC-ის შემდგომ რეკომენდაციებს", – ამის შესახებ ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტი არხის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება.
"ასე ხდება, ვაშუქებთ, ვაშუქებთ და მერე საკუთარ თავზეც გვიწევს გამოცდა. ხუთშაბათს მქონდა გადაცემა კოვიდ პანდემიაზე, ხომ არ აფეთქდა მეორე ტალღა-მეთქი. არ მეგონა, თუ ეს ტალღა ასე ახლოს იყო ტელევიზიასთან". - თქვა მან.
"ტვ პირველის" ჟურნალისტს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდასტურდა. ვიკა ბუკიას ინფიცირების წყარო ოჯახური კონტაქტია. ჟურნალისტი დეპუტატის, პარტია ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის ცოლია. კორონავირუსი გოგიჩაიშვილსაც დაუდასტურდა.
ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 4 პირი.
საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე COVID 19 სულ 1773 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1325 გამოჯანმრთელდა, 19 - გარდაიცვალა.


