აშშ ერაყში სამხედრო კონტიგენტს ამცირებს
09/09/2020 12:22:55 მსოფლიო
აშშ ერაყში სამხედრო კონტიგენტს 5 200-დან 3 000 ჯარისკაცამდე შეამცირებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის, გენერალ ფრანკ მაკენზის განცხადებით, პარტნიორული პროგრამების განხორციელება ერაყის უსაფრთხოების ძალებს აძლიერებს, რაც აშშ-ს ერაყში სამხედროების რაოდენობის შემცირების შესაძლებლობას აძლევს.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ერაყში სამხედრო კონტიგენტის შემცირებაზე განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკეთებს.
გავრცელებული ცნობით, ერაყიდან 2 200 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე სექტემბრის ბოლომდე გამოვა.


