წერილი ცხინვალის იზოლატორიდან: „უფალს ვთხოვ, მალე თქვენთან ვიყო“
09/09/2020 11:44:41 საზოგადოება
ოკუპანტების მიერ დაჭრილი და გატაცებული ზაზა გახელაძის წერილი „წითელმა ჯვარმა“ ოჯახს დღეს გადასცა. წერილის შინაარსი საჯარი ოჯახმა გახადა.
გახელაძე ამბობს, რომ ოკუპანტების კიდურში მიყენებული ჭრილობა მოშუშებული არ აქვს და მალე გათავისუფლებას იმედოვნებს.
"როგორ ხარ ირმა, ბავშვები როგორ არიან? დამიკოცნე, უთხარი, „მამიკოს უყვარხარ-თქო“. დედა, მამა როგორ არიან? ყველა მომიკითხე, ყველა მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. მე ჯერ ვერ მომირჩა [ჭრილობა], მალე მორჩება ალბათ და გავივლი. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება", - წერს ზაზა გახელაძე.
წერილს წერილითვე უპასუხა ოჯახმა, თუმცა უცნობია, როდის შეძლებს „წითელი ჯვარი“ ადრესატისთვის გადაცემას.
ცნობისთვის: ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ „წითელმა ჯვარი“ ცხინვალის იზოლატორში გახელაძესთან შეუშვეს.
ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ქვედა კიდურის არეში დაჭრეს და გაიტაცეს.


