მათიკაშვილი - "მთავარ არხს": "დაბადების დღეს არ მოგილოცავთ, თუ დაიხურებით, კმაყოფილი ვიქნები"
09/09/2020 11:27:08 საზოგადოება
"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი დავით მათიკაშვილი ტელეკომპანია "მთავარ არხს" ერთი წლის იუბილეს არ ულოცავს და აცხადებს, რომ "თუ დაიხურებიან კმაყოფილი იქნება".
"პირდაპირი მიუღებლობა მაქვს თქვენი არხის. არც დაბადების დღეს არ მოგილოცავთ და თუ დაიხურებით, მაგაზეც თანახმა და კმაყოფილი ვიქნები", - განუცხადა დეპუტატმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს.
"მთავარი არხი" ერთი წლის წინ დაფუძნდა მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-დან გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გაათავისუფლეს და არხიდან ჟურნალისტების ნაწილი წამოვიდა.


