"თუ რაღაც სასწაულს არ ჩაიდენ, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე შეუძლებელია, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს"
09/09/2020 09:38:34 საზოგადოება
"ბოლო დღეების განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. თუ რაღაც სასწაულს არ ჩაიდენ, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე შეუძლებელია, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს", – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
"ვინც ერთხელ მაინც გაიარა ამ მონაკვეთზე, ცხადია, ადამიანს გაუჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ავტობუსი დაეჯახოს მსუბუქ ავტომობილს?! ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ ყველას აქვს თავისი ზოლი და თუ რაღაც სასწაულს არ ჩადიხარ და სასწაულ დარღვევას არ ჩადიხარ, შეუძლებელია ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს”, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილების დაჯარიმება დაიწყო:
„დაწყებულია უკვე დაჯარიმება, ჩართულია ვიდეოკამერები, სადაც ყველა დარღვევა ფიქსირდება და, რა თქმა უნდა, დაჯარიმებულ ადამიანებს ყველაფერი ოფიციალურად მიუვათ”.


