Accentnews.ge
ცაგერში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა

ცაგერში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა

09/09/2020 09:33:15 საზოგადოება

უხვი ნალექის გამო ცაგერში, სოფელ ლაშიჭალაში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა მეხანძრე-მაშველების სამი ეკიპაჟი. მათ ავტომობილი მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს და დეტალურად დაათვალიერეს. ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

„ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. სოფელ ლაშიჭალაში იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S